Accentnews.ge
ევროკომისარი – მოგზაურობის მსურველებს: „ჯანდაცვისა და ფინანსური გარანტიები თქვენზეა“

ევროკომისარი – მოგზაურობის მსურველებს: „ჯანდაცვისა და ფინანსური გარანტიები თქვენზეა“

14/05/2020 12:47:48 მსოფლიო

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისრის ადინა-იოანა ვალეანის განცხადებით, ტურისტები, რომლებიც ამ ზაფხულს ევროპაში იმოგზაურებენ, რისკს საკუთარ თავზე აიღებენ.

„ვერავინ მოგცემთ 100%-იან გარანტიებს. არ ვამბობთ, რომ მოგზაურობა უსაფრთხოა. რისკები, როგორიცაა ჯანდაცვისა და ფინანსური გარანტიები, თქვენზეა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისიამ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს მოუწოდა, გადაარჩინონ „საზაფხულო ტურიზმი“ და გახსნან საზღვრები.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ევროპის ქვეყნებს შორის „შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილება“ საფრთხეს არ შექმნის, თუ თვითმფრინავებში პირბადეების გაკეთება, მატარებლებში კი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S