Accentnews.ge
მოსკოვში, გალუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 200–მდე ადამიანი, მათ შორის ნავალნი დააკავეს

მოსკოვში, გალუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 200–მდე ადამიანი, მათ შორის ნავალნი დააკავეს

12/06/2019 11:09:04 სხვა, მსოფლიო

მოსკოვის ქუჩებში რუსი ჟურნალისტის ივან გალუნოვის მხარდამჭერი მარში გაიმართა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 200–მდე ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.

როგორც რუსული მედია იუწყება, სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს.

ცნობისთვის: გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ბრალის დაუმტკიცებლობის გამო მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S