სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 13 ივნისამდე ახანგრძლივებს
14/05/2020 10:11:31 მსოფლიო
სომხეთში საგანგებო მდგომარეობას 13 ივნისამდე ახანგრძლივებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გადადებას მხარი დაუჭირა.
პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ეს ზომა აუცილებელია, რათა ხელისუფლებას საშუალება მიეცეს ახალი კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების წინააღმდეგ ეფექტური ზომები გაატაროს.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსის 3860 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ქვეყანაში 49 ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 298 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 440 000–ს გადააჭარბა, 1 669 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


