ბურუნდიდან ჯანმო–ს ექსპერტები გააძევეს
14/05/2020 09:41:16 მსოფლიო
ბურუნდიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი გააძევეს,კიდევ სამ ექსპერტს ქვეყნის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მისცეს,– იუწყება BBC.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის გაძევების მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ.
ბურუნდის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებენ, რადგან ხელისუფლებამ 20 მაისს დაგეგმილი არჩევნები არ გადადო. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციებზე სოციალური დისტანცია დაცული არ არის.
ოფიციალური მონაცემებით, ბურუნდიში „კოვიდ-19“-ის 15 შემთხვევა აღრიცხეს. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. თუმცა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობა გამოუცხადეს.


