მერკელი: "2015 წლის კიბერშეტევებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული"
14/05/2020 09:41:29 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 2015 წლის კიბერშეტევებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.
ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა მარტამა, რომ გერმანიის პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია ამ შეტევებთან რუსეთის კავშირის დასამტკიცებულად.
მერკელმა აღნიშნა, რომ “საუბარია ჰიბრიდული ომის ეპიზოდზე და არა შემთხვევითობაზე” და დასძინა, რომ ბერლინი იტოვებს უფლებას, რუსეთის მიმართ საპასუხო ზომები მიიღოს.
“რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას მხარს ვუჭერ, თუმცა მოსკოვის ქმედებები სერიოზულ წინაღობებს ქმნის ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე” – დასძინა მან.
გერმანიის პოლიცია კიბერშეტევებში რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ბადინს ადანაშაულებს, რომელსაც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიური 2016 წლის კიბერშეტევებთან დაკავშირებით ეძებს.
• ჟურნალ “Spiegel”-ის მონაცემებით, ბუნდესტაგის სერვერზე კიბერშეტევის შედეგად ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს, კერძოდ, მერკელის 2012-2015 წ.წ. ელექტრონულ მიმოწერაზე. გერმანული მედია ასევე წერდა, რომ ქვეყნის პროკურატურას ეჭვი რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე ГРУ- ზე აქვს მიტანილი.
ამასთან, მერკელმა გასული წლის აგვისტოში ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ყოფილ საველე მეთაურ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაც ახსენაც.
ბერლინმა ოფიციალურად დაადანაშაულა მოსკოვი არასაკმარის თანამშრომლობაში ამ დანაშაულის გამოსაძიებლად, რომელშიც რუსეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი.
Bellingcat-ის გამოძიების შედეგების თანახმად, ეჭვმიტანილი პირი რუსულ სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული. მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გაიწვია.


