Accentnews.ge
გუტიერესი: "პანდემიის გამო მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობის ფაქტებმა იმატა"

გუტიერესი: "პანდემიის გამო მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობის ფაქტებმა იმატა"

14/05/2020 09:05:36 მსოფლიო

გაერო–ს კვლევის მიხედვით, პანდემიის გამო მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობის ფაქტებმა იმატა.

როგორც გაერო–ს ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, პრობლემა იზოლაციამ, შიშმა, გაურკვევლობამ და ეკონომიკურმა არამდგრადობამ გამოიწვია.

„ფსიქიკური ჯანმრთელობა კაცობრიობის საყრდენია. ის საშუალებას გვაძლევს, მდიდარი და სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვროთ და საზოგადოების წევრები ვიყოთ, თუმცა კოვიდ 19 მხოლოდ ფიზიკურ კი არა, ფსიქოლოგიურ ტკივილსაც გვაყენებს. მწუხარება ახლობლების დაკარგვის გამო, ნერვიულობა უსამსახუროდ დარჩენის, იზოლაციის, გადაადგილების შეზღუდვის გამო, რთული ოჯახური ურთიერთობები, მომავლის მიმართ შიში. ფსიქოლოგიურ პრობლემებს შორის ხშირია დეპრესია და შფოთვა“, - აცხადებს გაერო–ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S