Accentnews.ge
ეკონომიკის მინისტრმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებთანაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ავიამიმოსვლა აღდგება

ეკონომიკის მინისტრმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებთანაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ავიამიმოსვლა აღდგება

14/05/2020 08:26:25 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებთანაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ავიამიმოსვლა აღდგება.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ქვეყნებთან შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს გარკვეული მიღწევები და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ. ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან, არ მინდა, რომელიმე გამომრჩეს, ესაა ევროპული ქვეყნები მათ შორის ის სახელმწიფოები, საიდანაც ბოლო დროს დიდი ინტერესი იყო ტურისტული თვალსაზრისით, ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას, ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები", – განაცხადა თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო პირველ ტურისტებს ისრაელიდან ელის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S