საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 000–ს გადააჭარბა
14/05/2020 08:10:58 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 143 114 ინფიცირებული, 3 952 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 2 758ინფიცირებული, 35 გარდაცვლილი
- სომხეთი: 3 860 ინფიცირებული, 49 გარდაცვლილი
- რუსეთი: 252 245 ინფიცირებული, 2 305 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 298 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 440 000–ს გადააჭარბა, 1 669 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


