გერმანიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
14/05/2020 06:06:28 მსოფლიო
შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გერმანიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 933 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გუშინ – 798.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 101 ადამიანი იმსხვერპლა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–ით 7 634 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 171 306, გამოჯანმრთელებულია 150 300.


