Accentnews.ge
Covid-19 აფრიკის კონტინენტზე მდებარე უკვე ყველა ქვეყანაშია დადასტურებული

Covid-19 აფრიკის კონტინენტზე მდებარე უკვე ყველა ქვეყანაშია დადასტურებული

13/05/2020 13:45:39 მსოფლიო

Covid-19 აფრიკის კონტინენტზე მდებარე უკვე ყველა ქვეყანაშია დადასტურებული. კორონავირუსი დღეს ლესოტოშიც დაფიქსირდა. დაავდება საუდის არაბეთიდან ჩასულ პირს გამოუვლინდა, რომელიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან შევიდა. ის საუდის არაბეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 292 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 340 000–ს გადააჭარბა, 1 605 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S