Accentnews.ge
"გილეადმა" "რემდესივირის" 127 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის წარმოების თაობაზე ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელშეკრულება გააფორმა

"გილეადმა" "რემდესივირის" 127 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის წარმოების თაობაზე ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელშეკრულება გააფორმა

13/05/2020 12:01:44 მსოფლიო

ამერიკულმა კომპანიამ "გილეადი" პრეპარატ "რემდესივირის" 127 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის წარმოების თაობაზე 5 ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელშეკრულება გააფორმა, – იუწყება CNBC.

მისივე ცნობით, სახელმწიფოების სია მოიცავს როგორც დაბალი, ასევე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო დაზარალდნენ.

კომპანიამ ფარმაცევტულ კომპანიებს პრეპარატის წარმოებაზე ლიცენზია პანდემიის დასრულებამდე, ან COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატის/ვაქცინის შექმნამდე უსასყიდლოდ მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ გადაუდებელ შემთხვევებში COVID-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენება დასაშვებად გამოაცხადა.

კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, "გილეადის" მიერ თავის დროზე „ებოლას“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი „რემდესივირი" 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

კომპანიის წარმოამდგენლის თქმით, მაისის ბოლომდე დაახლოებით, 140 000 კოვიდინფიცირებულისთვის საჭირო „რემდესივირის“ რაოდენობა იქნება მზად.

"გილეადი" აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა „რემდესივირის“ წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდეს. ვგეგმავთ, წლის ბოლომდე დაახლოებით მილიონი დოზა ვაწარმოოთ, 2021 წელს კი – რამდენიმე მილიონი", – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 292 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 340 000–ს გადააჭარბა, 1 605 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S