ზედიზედ მე–12 დღეა, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებს
13/05/2020 11:17:48 მსოფლიო
ზედიზედ მე–12 დღეა, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 96 ადამიანია დაიღუპა და 10 028 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 2 212 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 242 271, გამოჯანმრთელებულია 48 003.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 292 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 340 000–ს გადააჭარბა, 1 605 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


