Accentnews.ge
GNCC: ტელევიზიებში შემოსავლების კლებას პოლიტიკური რეკლამა დააკომპენსირებს

GNCC: ტელევიზიებში შემოსავლების კლებას პოლიტიკური რეკლამა დააკომპენსირებს

13/05/2020 10:43:46 ეკონომიკა, საზოგადოება

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNCC) მიიჩნევს, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო 2020 წელს მოსალოდნელია ტელევიზიებისთვის სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება. თუმცა, როგორც მარეგულირებელი აღნიშნავს, კლებას პოლიტიკური რეკლამისგან მიღებული შემოსავლები დააკომპენსირებს, რადგან შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

კომისიის განცხადებით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, COVID-19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე, მზარდი ტენდენცია ჰქონდა და მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7-%-ით გაიზარდა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13 659 925 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს – 317% დაუფიქსირდა, რომელსაც 231%-ით სტუდია მაესტრო მოსდევს.

კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, რომ 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წელს 189%-იანი ზრდა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჯი-დი-ეს თი-ვი-ს – 56%-, ტელეკომპანია პირველს – 50%, ხოლო ტელეიმედს 27%-იანი ზრდა დაუფიქსირდა.

სარეკლამო შემოსავლების კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარეგულირებლის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დაუფიქსირდა და მისი სარეკლამო შემოსავალი განახევრდა, „სილქნეტს“ კი 65%-იანი კლება აქვს. ამასთან, 48%-იანი კლება უფიქსირდება ტელეკომპანია „კავკასიას“, სარეკლამო შემოსავალი „რაგბი ტვ-ს“45%-ით, ხოლო „სეტანტა ჯორჯიას“ 40%-ით შეუმცირდა.

2020 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

  • ტელეიმედი – 5 404 783 ლარი;
  • სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” – 2 555 286 ლარი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 438 038 ლარი;
  • ტელეკომპანია პირველი – 927 809 ლარი;
  • მთავარი არხი – 1 859 641 ლარი;
  • სილქნეტი – 229 656 ლარი;
  • ჯი-დი-ეს თი-ვი – 437 105 ლარი;
  • პოსტვ – 465 590 ლარი;
  • სეტანტა ჯორჯია – 140 829 ლარი;
  • რ.ბ.ჯ – 116 980 ლარი;
  • ტვ 25 – 123 116 ლარი;
  • პალიტრა ტვ – 109 692 ლარი;
  • სტუდია მაესტრო – 132 764 ლარი;
  • რაგბი ტვ – 53 573 ლარი;
  • ტელეკომპანია „კავკასია“ – 46 468 ლარი;
  • ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი – 96 280 ლარი;
  • არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი – 48 890 ლარი;
  • ბასტი-ბუბუ – 34 570 ლარი;
  • ფოკუს სტუდიო – 36 529 ლარი;
  • სხვა – 402 317 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S