Accentnews.ge
იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11.8%–ით შემცირდა

იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11.8%–ით შემცირდა

13/05/2020 09:45:03 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%–ით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 001.3 მლნ აშშ დოლარი იყო – წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11.9%–ით ნაკლები, ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ აშშ დოლარი – 11.8%–ით ნაკლები.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი კი 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S