
EBRD: 2020 წელს საქართველოს მშპ 5,5%–ით შემცირდება
13/05/2020 08:57:37 ეკონომიკა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა 5,5%–ით შემცირდება. მაკროეკონომიკური პროგნოზი დღეს გამოქვეყნდა.
ბანკის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტად "სტუმარ-მასპინძლობის" სექტორი დაზარალდა: ქვეყანაში პანდემიის გამო აკრძალულია ტურიზმი. ტურიზმით მიღებული შემოსავალი კი ქვეყნის მშპ-ს თითქმის მეხუთედი – 20%–ია.
"თუ სოციალური დისტანცირება მოსალოდნელზე ბევრად დიდხანს დარჩება ძალაში, რეცესია შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს და 2019 წლის ერთ სულ მოსახლეზე არსებულ წარმოების დონეს წლების განმავლობაში ვერ მიაღწიოს", - ნათქვამია ანგარიშში.
ბანკის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 3,5%–ით შემცირდება, ცენტრალური აზიის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 1,2%–ია.
საქართველოს მთავრობის გათვლებით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაახლოებით 350 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება. ამ რიცხვში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანები არ მოიაზრებიან.