Accentnews.ge
აშშ-მა ხელოვნური სუნთქვის რუსული აპარატების გამოყენებაზე უარი თქვა

აშშ-მა ხელოვნური სუნთქვის რუსული აპარატების გამოყენებაზე უარი თქვა

13/05/2020 07:28:01 მსოფლიო

აშშ-ის შტატების ხელისუფლებები აბრუნებენ ხელოვნური სუნთქვის აპარატებს "Авента-М", რომლებიც ქვეყანაში რუსეთიდან იქნა ჩატანილი. ისინი საავადმყოფოებში არ გამოუყენებიათ და საწყობებში ინახებოდა, - იუწყება “BuzzFeed” აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა ფედერალურ სააგენტოში (FEMA) თავის წყაროებზე დაყრდნობით.

ბოლო დღეებში რუსეთის, კერძოდ მოსკოვისა და პეტერბურგის კლინიკებში ორჯერ მოხდა ხანძრები, რომელთა მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ აპარატების გაუმართავობა დასახელდა. შედეგად 6 კოვიდ-პაციენტი დაიღუპა. აპარატებს "Авента-М" ურალის ქარხანა ამზადებს. FEMA-ს წარმომადგენელმა დაუდასტურა გამოცემას, რომ ეს აღჭურვილობა აშშ-ში რუსეთიდან აპრილში ჩაიტანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S