Accentnews.ge
აშშ–ის სენატი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

აშშ–ის სენატი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

13/05/2020 07:23:41 მსოფლიო

აშშ–ის სენატი Covid-19–ისგამო ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. შესაბამისი კანონპროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინა.

„ჩინეთმა ჯანმო–ს ექსპერტებს უფლება არ მისცა, ადგილზე გაეცნონ ვითარებას და დაადგინონ, საიდან წამოვიდა ვირუსი. დარწმუნებული ვარ, ჩინეთის არასოდეს ითანამშრომლებს სერიოზულ გამოძიებასთან, თუ ჩვენ იგი სანქციების გზით არ ვაიძულეთ“, – განაცხადა სენატორმა.

კანონპროექტი მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური პეკინი პანდემიის მიზეზების დადგენაში გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, დონალდ ტრამპს უფლება ექნება ჩინეთს სანქციები დაუწესოს.

დოკუმენტის თანახმად, გამოძიების ჩატარებისთვის ჩინეთმა შეერთებული შტატებს, მის მოკავშირეებს ან ჯანმო–ს 60 დღის განმავლობაში ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე მოითხოვს ჩინეთს ხელისუფლებამ დახუროს ბაზრები, სადაც გარეულ ცხოველებს ყიდიან, ასევ გაათავისუფლებენ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტები.

დოკუმენტს მხარს ამ ეტაპზე კიდევ რვა რესპუბლიკელი სენატორი უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ Covid-19–მა ყველაზე მეტი ადამინი აშშ–ში იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 292 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 340 000–ს გადააჭარბა, 1 605 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S