Accentnews.ge
გაერო რელიგიურ ლიდერებს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს

გაერო რელიგიურ ლიდერებს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს

13/05/2020 05:47:30 მსოფლიო

გაერო–ს გენმდივანი რელიგიურ ლიდერებს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გავრცელებაზე.

„ვინაიდან ჩვენ დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძვით, მოვუწოდებ რელიგიურ ლიდერებს, გამოიყენეთ თქვენი საკომუნიკაციო საშუალებები, რათა მხარი დაუჭიროთ მთავრობას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უფრო ფართოდ გავრცელდეს. აუცილებელია, რომ სოციალური დისტანცია და ჰიგიენა დაცული იყოს რელიგიურ ცერემონიებზეც“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა.

ამასთან, მან მოუწოდა რელიგიურ ლიდერებს, ებრძოლონ ყალბ ინფორმაციას, ქსენოფობიას, რასიზმსა და დისკრიმინაციის ნებისმიერ სხვა ფორმას:

„ეს ეწინააღმდეგება ნებისმიერ რელიგიას. მივმართავ ლიდერებს, კატეგორიულად დაგმონ ასეთი ქმედებები და მხარი დაუჭირონ პარტნიორობას, თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და თანაგრძნობას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S