Accentnews.ge
ისევ გადავადდება თუ არა საბანკო სესხები – ძნელაძის კომენტარი

ისევ გადავადდება თუ არა საბანკო სესხები – ძნელაძის კომენტარი

12/05/2020 19:59:11 ეკონომიკა

სესხებზე დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება. აქტუალური კითხვაა, რა მიდგომა ექნებათ ბანკებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომელთაც შექმნილ კრიზისულ პერიოდში ვერ შეძლეს ჩვეულ საქმიანობას დაბრუნდებოდნენ და მიეღოთ ის შემოსავლები, რითაც საბანკო ვალდებულებებს მოემსახურებოდნენ.

როგორც ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს საბანკო სექტორი სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდის გაგრძელებას არ გეგმავს, თუმცა მსესხებლებს ბანკები გარკვეულ რესტრუქტურიზაციას გაუკეთებენ, გადაწყვეტილებას კი ინდივიდუალურად მიიღებენ.

„წინა პერიოდში როგორი გადავადებაც იყო, ცალსახაა, რომ იგივე გადავადება არ იქნება, მაგრამ მიმდინარეობს კონკრეტული ინფორმაციების მოძიება და ამ მიმართულებით მუშაობა. რეალურად ის გამოწვევები სახეზეა, რა პრობლემებიც დღეს დგას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გარკვეული შესაძლებლობებიც უნდა არსებობდეს გადავადებასთან დაკავშირებით.

ინდივიდუალურად ბიზნესები უკვე მუშაობენ ბანკებთან და იხილავენ რა რესტრუქტურიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი ან თუნდაც ახალი თანხების ან მიმდინარე დაფინანსების მოთხოვნაზე იყოს საუბარი“,-განმარტავს ძნელაძე Bm.ge–სთან საუბრისას.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ძნელაძის თქმით, საბანკო სექტორს მსესხებელი ფიზიკური პირების მიმართაც მსგავი მიდგომა ექნება:

„ფიზიკურ პირებთან დაკავშირებითაც მიმდინარე გადავადება შეთავაზებული იყო ყველა მსესხებლისთვის. მათთვისაც, ვისაც აუცილებელი საჭირობა არ ედგა. ვისაც შეექმნა პრობლემა, შეუმცირდა შემოსავალი ან შეუწყდა, მათთან მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ეს იქნება ინდივიდუალური მუშაობა ბანკების მხრიდან.

დღესაც შეუძლიათ მათ მიმართონ ბანკებს. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია უნდა შედეგს. ვინც იცის, რომ აქვს რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა, უნდა მიმართოს საკრედიტო მენეჯერს, ქოლცენტრს და ა.შ“,- აცხადებს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი.

კონკრეტული რიცხვი, რამდენმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა ისარგებლა სამთვიანი საშეღავათო პერიოდით, ასოციაციას არ აქვს, რადგან როგორც ძნელაძე ამბობს, „ბიზნესების კუთხით დღესაც მიმდინარეობს რესტრუქტურიზაციაზე მუშაობა ბანკებთან. ფიზიკურმა პირებმა კი უმეტესწილად ყველამ გადაავადა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S