Accentnews.ge
ფაუჩი: „შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე დადგეს“

ფაუჩი: „შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზე დადგეს“

12/05/2020 16:39:35 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ კოვიდ–19–ის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე დადგეს. ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ისაუბრა.

„როდესაც კითხულობთ, „გაქრება თუ არა ვირუსი“, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ეს ძალიან გადამდები ვირუსია. მომდევნო თვეების განმავლობაში სულ რომ კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ ის, სავარაუდოდ, მეორე ტალღა იქნება სადმე მსოფლიოში, რაც საბოლოოდ ჩვენამდეც მოაღწევს“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 200 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 80 897 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S