ავღანეთში, საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას ჩვილები ემსხვერპლნენ
12/05/2020 15:45:43 მსოფლიო
ავღანეთში, საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას ორი ჩვილი და 11 დედა ემსხვერპლა. ხოლო დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი,– იუწყება BBC.
გარდა ამისა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პოლიციელის დაკრძალვის ცერემონიაზე მომხდარ შეტევას მინიმუმ 24 ადამიანი ემსხვერპლა.
ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა აფეთქებას. ვინ დგას შეტევების უკან, ჯერჯერობით უცნობია.
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სპეცდანაყოფის ძალებმა შენობიდან 100 ქალისა და ბავშვის გამოყვანა მოახერხეს. მათ შორის სამი უცხოელი იყო.
როგორც BBC წერს, წარსულში ამგვარ შეტევებს ძირითად ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიაწერდნენ, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს. ავღანური დაზვერვის ცნობით, ორგანიზაციის ლიდერი სამხრეთ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში და სხვა მაღალჩინოსნები ქაბულში სამშაბათს დააპატიმრეს.


