Accentnews.ge
პრემიერი: "იტალიის თითოეულმა რეგიონმა შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე გადაწყვეტილება შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს“

პრემიერი: "იტალიის თითოეულმა რეგიონმა შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე გადაწყვეტილება შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს“

12/05/2020 14:07:02 მსოფლიო

იტალიის პრემიერ– მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ქვეყნის რეგიონებს შეუძლიათ, გახსნის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

„იტალიის თითოეულმა რეგიონმა შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე გადაწყვეტილება შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს. რეგიონებს ექნებათ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, როდის გახსნან ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები. თუმცა ეს ყველაფერი უსაფრთხოების იმ ზომების შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რომელსაც ხელისუფლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს“, – განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები სრული კარანტინის რეჟიმში 9 მარტიდან 4 მაისამდე ცხოვრობდნენ. 4 მაისიდან ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა ბარების, რესტორნებისა, სილამაზის სალონების ამუშავებას 1 ივნისიდან ითვალისწინებს.

გეგმის თანახმად, საცალო ვაჭრობის ობიექტების დიდი ნაწილი 18 მაისს გაიხსნება, მუზეუმებთან და ბიბლიოთეკებთან ერთად.სპორტული ჯგუფური ვარჯიშებიც ასევე 18 მაისიდან გახდება შესაძლებელი. სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები 1 ივნისიდან უმასპინძლებენ კლიენტებს.

ბოლო პერიოდში იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 30 739 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 219 814, გამოჯანმრთელებულია 106 587.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S