
Ryanair ფრენების განახლებას საქართველოს მიმართულებითაც გეგმავს
12/05/2020 13:53:21 ეკონომიკა
ავიაკომპანია Ryanair ოპერირების განახლებას საქართველოს მიმართულებითაც გეგმავს.
ფრენების განრიგი და ფასები Ryanair-ის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია.ვებ-გვერდის თანახმად, მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები 1 ივლისის რეისებზე უკვე დაწყებულია. რაც შეეხება ქუთაისის მიმართულებას, სადაც ავიაკომპანია ბოლონიიდან და მარსელიდან ოპერირებდა, ფრენებს ივლისის დასაწყისშივე აღადგენს.
ცნობისთვის: საქართველო საერთშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან გეგმავს.