Accentnews.ge
სპეცრაზმმა “პუტინის განმდევნელი” შამანის სახლი შტურმით აიღო

სპეცრაზმმა “პუტინის განმდევნელი” შამანის სახლი შტურმით აიღო

12/05/2020 13:16:27 მსოფლიო

სპეცრამმზა რუსეთში შამანი ალექსანდრე გაბიშევი დააკავა და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, - იუწყება “МБХ медиа” უფლებადამცველ ალექსეი პრიანიშნიკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, უფლებადამცველის მტკიცებით, იაკუტსკში შამანის სახლის შტურმში სულ მცირე, 20 სპეცრაზმელი მონაწილობდა. რას უკავშირდება დაკავება - უცნობია.

როგორც პრიანიშნიკოვი აცხადებს, დღეს გაბიშევთან რამდენჯერმე მივიდნენ ადამიანები, რომლებიც თავს მედიკოსებად წარადგენდნენ და კორონავირუსზე მის ტესტირებას მოითხოვდნენ.

ამავდროულად დააკავეს შამანის ორი მხარდამჭერი, რომელთაც თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევაში დასდეს ბრალი.

გაბიშევი 2019 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, როცა “კრემლიდან პუტინის განდევნის” მიზნით მოსკოვისკენ მსვლელობა დაიწყო. სპეცრაზმმა იგი 19 სექტემბერს ბურიატიისა და ირკუტსკის მხარის საზღვარზე დააკავა. შამანს ბრალი “ექსტრემიზმისკენ მოწოდებების” მუხლით წაუყენეს და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილით გაათავისუფლეს. ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ, რომელიც გამოძიების მოთხოვნით ჩატარდა, შამანი შეურაცხადად აღიარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S