Accentnews.ge
კოვიდ 19-ის ვაქცინის შესახებ რეკომენდაციებზე სინოდი იმსჯელებს

კოვიდ 19-ის ვაქცინის შესახებ რეკომენდაციებზე სინოდი იმსჯელებს

12/05/2020 12:29:12 საზოგადოება

საქართველოში კოვიდ 19-ზე საყოველთაო ვაქცინაციის ჩატარებას მღვდელმთავრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. საკითხი აქტუალური ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბა გიგიბერიას ქადაგების შემდეგ გახდა, როდესაც მან ჯერ არშექმნილ ვაქციას "ბრძოლა გამოუცხადა".

ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს აცხადებს, რომ კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ვაქცინაცია სინოდის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება. სინოდის სხდომაზე განხილვამდე კი საპატრიარქოში კომისია შეიქმნება, რომელიც ვაქცინის საკითხს შეისწავლის.

„მოვუსმენთ [ექიმებს], შემდგომში ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერ კომისია შეიქმნება, შემდეგ კომისია სინოდზე გამოიტანს მის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანალიზს და სინოდი იმსჯელებს“,– განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის: სინოდი სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S