Accentnews.ge
მეუფე – ვაქცინის წინააღმდეგ: "ადამიანებს დაიმონებს” [ვიდეო]

მეუფე – ვაქცინის წინააღმდეგ: "ადამიანებს დაიმონებს” [ვიდეო]

04/05/2020 15:08:28 საზოგადოება

იმ ვითარებაში, როდესაც ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო არც მედიკამენტი და არც ვაქცინა არ არსებობს, ხოლო საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით მათი გამოჩენის მოლოდინშია, დაჩქარებულია ცდების პროცესი და ამ მიზნით მილიონობით დოლარი იხარჯება, ეპისკოპოსმა საბამ ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო.

„დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება რომა დამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს… შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს”, – აღნიშნა საკვირაო ქადაგებაზე ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ (გიგიბერია).

მან მრევლს დაფიქრებისა და თვალების კარგად გახელვისკენ მოუწოდა.

„თუ ვირუსით მოხდება გარდაცვალება, ეს არ ნიშნავს რომ ვირუსის ბრალია ეს, უბრალოდ დადგა დრო გარდაცვალების“, – ამბობს მეუფე.

მისი თქმით, მოწოდება, „დარჩით სახლში“, ეშმაკისეულია“.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები პირებს, რომლებსაც საზოგადოებაზე გავლენა აქვთ, მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი ვირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S