Toyota შემოსავლების 80%-ით შემცირებას ელის
12/05/2020 12:00:31 მსოფლიო
იაპონიის ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი Toyota ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, კომპანიის შემოსავლების 80%-ით შემცირდებას ელის.
Toyota-ს პროგნოზით, მიმდინარე ფისკალური წლის შემოსავლები 500 მილიარდი იენის (4.7 მილიარდი აშშ დოლარის) თანაბარი იქნება. შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, კომპანიის შემოსავლები 2.4 ტრილიონ იენს (22.3 მილიარდ აშშ დოლარს) აღწევდა.
Toyota-ს შემოსავლებზე მნიშნველოვან უარყოფით გავლენას ახდენს იაპონიის ეროვნული ვალუტის იენის დოლართან მიმართებით გამყარება - კრიზისულ ვითარებებში, იენზე ინვესტორების მოთხოვნა იზრდება, რაც მის გამყარებას იწვევს. გამყარებული ვალუტა თავის მხრივ, ექსპორტის გაძვირებას გულისხმობს.
როგორც ავტომწარმოებლები პროგნოზირებენ, კრიზისამდელ მდგომარეობამდე კომპანია მომდევნო წლამდე ვერ დაბრუნდება.


