
რას გულისხმობს ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე, ფერმერებზე“
12/05/2020 11:30:43 ეკონომიკა, რეკლამა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდასაჭერად ახალ პროექტებს იწყებს და მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შეაქვს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურეობის მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდება.
"ჩვენ მოვახდინეთ 300 მლნ ლარის მობილიზება და შევიმუშავეთ უპრეცედენტო პროგრამა იმისათვის, რომ პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სოფლის მეურნეობაში ჩართულმა ყველა მოქალაქემ, ჩვენმა ფერმერებმა სახელმწიფოსაგან დახმარება მიიღონ.
ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზიანი, რაც ქვეყანაში გლობალურმა კრიზისმა შექმნა და მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ წინსვლის იმ ნიშნულს, რომელიც კრიზისამდე გვქონდა",- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
- მობილიზებულია 37 მლნ ლარი, რითაც ფერმერები შეიძენენ სასუქებს, მცენარეთა დაცვის და მოვლის საშუალებებს, სათესლე და სარგავს მასალებს, გადაიხდიან ხვნის სამუშაოების საფასურს.
- სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით, ფერმერები შეღავათიან ფასად შეიძენენ 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობის დიზელის საწვავს - არსებულ ფასზე 1 ლარამდე ფასდაკლებით.
- ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება, რომელიც სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 2012-2019 წლებში დაუგროვდათ. მიმდინარე წელს, რომელიც ყველაზე რთული წელი იქნება, ფერმერების მიერ სამელიორაციო მომსახურების 1 ჰექტარზე 75 ლარამდე საფასურს სახელმწიფო გადაიხდის - ჯამში 4 მლნ ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრის ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილ ფინანსურ თანამონაწილეობას დარგის განვითარებისთვის შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამებში. სწორედ იმიტომ, რომ კრიზისული ვითარების დროს, სტანდარტულად, რთულდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ 50 და რიგ შემთხვევებში 80 პროცენტიანი გრანტით, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტებით, სადაც სახელმწიფო მათი სესხის 11, 12, და 17 %-ს დაფარავს. 80%-მდე გრანტიმერძევეობისთვის; 50% - იანი გრანტი ტექნიკისთვის, სათბურებისთვის და სარწყავი სისტემებისთვის; 17% - მდე თანადაფინანსება სესხებზე - ახალი საბანკო შეღავათები; 70% - იანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე; 15,000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ გაზრდილი თანამონაწილეობით გაჩნდა ახალი შესაძლებლობები იმისათვის, რომ პოტენციალი, რომელიც ქვეყანას აგრარული მიმართულებით აქვს, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რომ შენარჩუნდეს და დამატებით შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.
"2012 წელს, როდესაც პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკის შემუშავება დაიწყო, სახელმწიფო ფინანსური რესურსი იყო ძალიან ცოტა, ამბიცია კი იყო დიდი - სოფლის მეურნეობის დარგი უნდა განვითარებულიყო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა უნდა გაჩენილიყო არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ქვეყანამ შეძლო ამ პოლიტიკის განხორციელების დაწყება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენი ამბიციური პოლიტიკა უცვლელია. ჩვენ მას ვახორციელებთ და ვახორციელებთ წარმატებით",– განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, პანდემიით შექმნილი ვითარება ყველა მიმართულებაში ქმნის სირთულეებს, თუმცა იმ შესაძლებლობების სწორად გამოყენებით, რომელიც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ახალი პროგრამით შემუშავდა, კრიზისის დაძლევა შესაძლებელია:
"ძალიან მნიშვნელოვანი, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უნდა გაკეთდეს მიწის სისტემური რეგისტრაციის ბოლომდე მიყვანაა. ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბმაშია ჩვენს პოლიტიკასთან და ამ პოლიტიკის თანამიმდევრულობას უსვამს ხაზს - ჩვენ ვახორციელებთ რეგისტრაციას, როგორც აუცილებელ პირობას და ვაყალიბებთ პროფესიონალი ფერმერების კატეგორიას.
ამასთანავე, თვითუზრუნველყოფის ამაღლება ანუ მეტი საკუთარი პროდუქტის წარმოება ჩვენი პრიორიტეტია; თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, აქცენტი საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიანობაზე კეთდება. ჩავარდნები საერთაშორისო ვაჭრობაში დროებითია; გრძელვადიანი პერსპექტივაში პრიორიტეტულ კულტურებზე და მიმართულებებზე აქცენტები უნდა შევინარჩუნოთ.
პანდემიამ მეტად დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რომლის შედეგადაც ეტაპობრივად იზრდება ადგილობრივი წარმოება, არის ცალსახად სწორი. ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტად მცირდება. ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, როცა მცირდება იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა (-750) მილიონიდან ეს დეფიციტი (-356) მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა. ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ.
ძლიერი სოფელი, გაზრდილი აგრარული წარმოება აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, აძლიერებს თითოეულ ჩვენგანს.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული ფერმერების დახმარების უპრეცედენტო პროგრამა ამის საშუალებას მოგვცემს.
სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლისთვის გათვალისწინებულია ფინანსური და ტექნიკურ მხარდაჭერა".
ფერმერი 1 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მიიღებს შემდეგ დახმარებას:
- აგრობარათებზე დარიცხული - 200 ლარი
- აგროდიზელი -1 ლარამდე ფასდაკლებას
- მელიორაცია - 75 ლარი
- აგროკრედიტი, საბრუნავი კომპონენტი - 850 ლარი
ჯამში, სახელმწიფოს მხრიდან 1 ჰექტარ მიწაზე ფერმერებისთვის მხარდაჭერა შეადგენს 1700 ლარამდე; ამ მხარდაჭერით 200 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურეობის მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდება.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ.
მცირემიწიანი ფერმერების დახმარება
იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“
პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).
. 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდემიწისნაკვეთისმესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად:
სასუქებიდამცენარეთადაცვისქიმიური/ბიოლოგიურისაშუალებებიმცენარეთამოვლისქიმიური/ბიოლოგიურისაშუალებებისათესლედასარგავიმასალები.
. 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდედამეტიფართობისსასოფლო-სამეურნეოდანიშნულებისმიწისნაკვეთის მესაკუთრეებსბარათზედარიცხულიქულებისგამოყენებისშესაძლებლობაექნებათროგორცზემოაღნიშნულისასოფლო-სამეურნეოსაქონლის, ასევე, სასოფლო-სამეურნეომიწისაგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად.
პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი.
პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.
დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.
პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ.პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.
· შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერება 42 000 ფერმერს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა. აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად. ამასთანავე, 42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში 5 მილიონ ლარს შეადგენს. დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის მომსახურებით10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე (აღმოსავლეთ საქართველოში - ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 75 ლარი, დასავლეთ საქართველოში - ირიგაციი საფასური 1 ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის - 40 ლარი). 10 ჰექტარზე მეტი სავარგული შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს. აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა უნდა გააფორმოს განაცხადი სამელიორაციო მომსახურებაზე, სადაც იქნება გაწერილი რამდენი ჰექტარი მიწა აქვს და რა პერიოდში (თვეების და თარიღების მითითებით) ესაჭიროება მომსახურება.
ცვლილებები განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში, რომლის თანახმად:
პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი - მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება. სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში - წლიური 17%-ის მოცულობით. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პირველად ახდენს პროცენტის სრულად თანადაფინანსებას. აღნიშნული მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, დაამუშაონ მიწები და ერთწლოვანი კულტურები მოიყვანონ. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 50,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო თანხა შეადგენს 4,500,000 ლარს. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა 5,000 პოტენციურ ბენეფიციარს აქვს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი.
არსებული წლიური 8%-ის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი, ნაცვლად 15%-ისა იქნება 18%. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.
პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა 4,000,000 ლარი (2 წლის განმავლობაში).
პროექტს კომპონენტად ემატება, მეორადიუზრუნველყოფის კომპონენტი მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.
კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.
პროექტს ასევე დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის.ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა 1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. არსებულ მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. პროექტს ემატება აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12% იქნება 24 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 20,000,000 ლარი. 500,000 ლარის ბიუჯეტის ოდენობით ანაზღაურდება მეორადი უზრუნველყოფის ფარგლებში.
„შეღავათიანი აგროკრედიტით” სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში.
„შეღავათიანი აგროკრედიტის” მიღების სურვილით პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ 12 ბანკს, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის სურვილით, მიმართოს პროექტში ჩართულ 4 სალიზინგო კომპანიას.
დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც განიხილავს განაცხადს. თუ პოტენციური მსესხებელი აკმაყოფილებს პროექტით დადგენილ პირობებს და ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, საფინანსო ინსტიტუტი გასცემს შეღავათიან აგროკრეტიტს/აგროლიზინგს და ბენეფიციართან აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რის შემდეგაც, სააგენტო ახდენს სესხის/ლიზინგის თანადაფინანსებას.
2020 წელს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი” ბიუჯეტი 74 მლნ ლარია. ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში პროექტისთვის დამატებით გამოიყო 7.5 მლნ ლარი.