Ryanair ივლისში ფრენების 40%-ით აღდგენას გეგმავს
12/05/2020 10:38:59 მსოფლიო
ავიაკომპანია Ryanair ივლისში ფრენების 40%-ით აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავიაკომპანია გეგმავს, დაუბრუნდეს კორონავირუსამდელ პერიოდს. კომპანიაში იმედოვნებს, რომ დღეში ჯამურად 1000 რეისს შეასრულებენ.
BBC-ის მიხედვით, COVID-19-ის მიზეზით დაწესებული აკრძალვების გამო, ავიაკომპანია დღეში მხოლოდ 30 რეისს ასრულდებდა ირალნდიაში, ბრიტანეთსა და ევროპაში.
Ryanair მგზავრებს მოუწოდებს, ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ და თან იქონიონ მცირე ზომის ბარგი. აეროპორტში გამოცხადებისას მგზავრებმა უნდა ატარონ პირბადე და გაიზომონ ტემპერატურა.


