
50-მდე ცხენოსანმა დავით–გარეჯის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
12/06/2019 07:40:50 სხვა, საზოგადოება
საგარეჯოს ცენტრში სხვადსხვა რეგიონიდან ჩასულმა 50–მდე ცხენოსნმა დავით–გარეჯის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. ისინი ხვალისთვის დაგეგმილ გარეჯობის დღესასწაულს შეუერთდებიან. სლოგანით - „გარეჯი საქართველოა“ - მხედრები ხვალ დაგეგმილ დოღში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაულია, იგივე მამადავითობა, რომელიც ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს იმართება.