Accentnews.ge
ესპანეთში ჩამსვლელებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

ესპანეთში ჩამსვლელებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

12/05/2020 10:37:03 მსოფლიო

15 მაისიდან ესპანეთში ნებისმიერ ჩამსვლელს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, შეზღუდვა ძალაში, სულ მცირე, 24 მაისამდე დარჩება. ესპანეთში ჩასულ პირებს ორი კვირის მანძილზე მხოლოდ მაღაზიაში ან აფთიაქში გასვლის შესაძლებლობა ექნებათ.

ბოლო 2 კვირაა, ესპანეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები მცირდება. მნიშვნელოვნად შემცირდა ვირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელიც.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 26 744 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 268 143, გამოჯანმრთელებულია 177 846.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S