
ფერმერები სარწყავი წყლის გადასახადისგან 20 წლით გათავისუფლდნენ
12/05/2020 10:32:33 ეკონომიკა
მთავრობამ ფერმერები სარწყავი წყლის გადასახადისგან 20 წლით გაათავისუფლა, - გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა.
„საქართველოში დღეს 42 ათასი ფერმერი გვყავს. ყველა მათგანი სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 20 წლის განმავლობაში. ასევე, თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით დაეხმარება სამუშაოების ღირებულების 50%-ით. ეს იქნება გრანტი“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ფერმერებისთვის შეთავაზებული პროგრამები 20 მაისიდან ამოქმედდება და მათ სწორედ ამ დროიდან შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართონ.