Accentnews.ge
გერმანიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა

გერმანიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა

12/05/2020 10:31:12 მსოფლიო

გერმანიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ბოლო 24 საათში გასამმაგდა. რობეტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, დღე–ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 933 ადამიანს დაუდგინდა, გუშინ კი ქვეყანაში დაავადების 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით დაავადებული 116 ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც ქვეყანამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

უკანასკნელი მონაცემებით, გერმანიაში Covid-19–ით 7 533 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 170 508, გამოჯანმრთელებულია 147 200.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S