Accentnews.ge
უჰანში კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ჩატარდება

უჰანში კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ჩატარდება

12/05/2020 10:07:35 მსოფლიო

ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროდ ითლება, ადმინისტრაციამ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება გადაწყვიტა, - იუწყება "Reuters”.

მისივე ინფორმაციით, ნუკლეინური მჟავების გამოყენებით ანალიზებს 10 დღის განმავლობაში ჩაატარებენ.

ცნობისთვის: უჰანში, სადაც 11 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ორიოდ დღის წინ ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევა და 10 უსიმპტომო მატარებელი გამოავლინეს.

იანვრის ბოლოს ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო უჰანში მკაცრი კარანტინი შემოიღეს, რომელიც 2 თვე გაგრძელდა. აპრილის დასაწყისში საკარანტინო ზომები შეარბილეს.

ეპიდემიის მთელი დროის განმავლობაში უჰანში COVID-19-ის 50 ათასზე მეტი შემთხვევა იყო აღრიცხული, დაიღუპა დაალოხბიეთ 4 000 პაციენტი.

თუმცა აშშ და რიგი სხვა დასავლური ქვეყნები თვლიან, რომ ჩინეთის ხელისუფლება შესაძლოა, რეალურ სტატისტიკას მალავდეს. პეკინი ამას უარყოფს.

იხილეთ ასევე: 2019-nCoV-ის შესაძლო წარმომავლობა: ჩინელი მეცნიერების აკრძალული სტატია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S