Accentnews.ge
FT: "რუსეთში COVID-19-ისგან რეალური სიკვდილიანობა შესაძლოა, ოფიციალურად გამოცხადებულს 72%-ით აღემატებოდეს"

FT: "რუსეთში COVID-19-ისგან რეალური სიკვდილიანობა შესაძლოა, ოფიციალურად გამოცხადებულს 72%-ით აღემატებოდეს"

12/05/2020 10:05:02 მსოფლიო

რუსეთში COVID-19-ისგან გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, ოფიციალურად გამოცხადებულ მაჩვენებელს 70%-ით აღემატებოდეს, - თვლის Financial Times.

გამოცემამ აპრილის თვის განმავლობაში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ყველა (სხვადასხვა) მიზეზით გარდაცვალებათა მაჩვენებლები შეისწავლა და ბოლო 5 წლის განმავლობაში იგივე თვის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებთან შედარებით, 2073-ით მეტი შემთხვევა გამოავლინა, ოფიციალური მონაცემები აპრილის განმავლობაში ამ ორ ქალაქში Covid-19-ისგან გარდაცვალების სულ 629 შემთხვევას გვიჩვენებს, ხოლო 1444 გარდაცვალება, რომლითაც აპრილის მაჩვენებელი წლის ამ პერიოდის საშუალო სტატისტიკურ მონაცემს აჭარბებს, აღურიცხავი რჩება. თუ მას ორშაბათს დილით გამოქვეყნებულ მაჩვენებელს დავამატებთ Covid-19-ისგან 2 009 გარდაცვალების შესახებ, ეს მთლიანობაში რუსეთში ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობას 72%-ით გაზრდის, - განმარტავს Financial Times.

“კრემლი მიუთითებს ოფიციალურ მონაცემებზე, რომლებიც ტესტირების დიდ მოცულობაზე და სხვა მსხვილ ქვეყნებთან შედარებით, სიკვდილიანობის უფრო დაბალ მაჩვენებლებზე მეტყველებს, როგორც იმის ნიშანზე, რომ იგი პანდემიას წარმატებულად ებრძვის. თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ყველა კოვიდ-გარდაცვლილს დიაგნოზებში გარდაცვალების მიზეზად ეს ვირუსი როდი აქვს მითთებული. FT-მ აპრილში მოსკოვში გარდაცვალების 1841-ით მეტი შემთხვევა გამოავლინა, ბოლო 5 წლის განმავლობაში აპრილის თვის საშუალო სტატუსტიკურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს სამჯერ მეტია მთავრობის მიერ გამოცხადებულ 600-ზე ოდნავ მეტ შემთხვევაზე. სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაცია აპრილში გარდაცვალებათა საშუალო სტატისტიკურ მონაცემზე 232-ით მეტ შემთხვევაზე მიუთითებს, კოვიდ-სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა კი სულ 29 შემთხვევაზე მეტყველებს. დასკვნა რეალური მონაცემების 72%-ით ხელოვნური შემცირების შესახებ მხოლოდ მოსკოვისა და პეტერბურგის მაჩვენებლების ანალიზს ეფუძნება, ხოლო თუ მაჩვენებლებს ხელოვნურად რუსეთის სხვა ქალაქებშიც ამცირებდნენ, მაშინ ქვეყნის მასშტაბით Covid-19-ისგან სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტით იქნება შემცირებული” – აღნიშნავს გამოცემა.

ცნობისთვის: დღეის მდგომარეობით, რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზე აინაცვლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S