Accentnews.ge
რუსეთმა კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე–2 ადგილზე აინაცვლა

რუსეთმა კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე–2 ადგილზე აინაცვლა

12/05/2020 07:49:00 მსოფლიო

რუსეთმა კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზე აინაცვლა, - იუწყება სააგენტო “ტასი”.

კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში, ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, 232 243-ს აღწევს. ესპანეთში კი ეს მაჩვენებელი 227 436-ს შეადგენს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 287 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 250 000–ს გადააჭარბა, 1 528 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S