Accentnews.ge
პაატა იმნაძე: "ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის"

პაატა იმნაძე: "ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის"

12/05/2020 07:34:03 საზოგადოება

ქვეყანა ზაფხულის სეზონს მშვიდად გადაივლის, თუმცა ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა მაინც იქნება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

​„ქვეყანაში ყოველდღიურად 30 ახალი შემთხვევა რომც იყოს, არ იქნება პრობლემა. ეს არ არის ის ციფრი, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პრობლემის გარეშე ვერ აუვა და ვერ მოუვლის სათანადოდ თითოეულ პაციენტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–19–ის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

იხილეთ ასევე: ახალი კოვიდ–პაციენტი კოვიდ–19–ის დადასტურებამდე კლინიკაში მკურნალობდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S