Accentnews.ge
ახალი კოვიდ–პაციენტი კოვიდ–19–ის დადასტურებამდე კლინიკაში მკურნალობდა

ახალი კოვიდ–პაციენტი კოვიდ–19–ის დადასტურებამდე კლინიკაში მკურნალობდა

12/05/2020 07:22:28 საზოგადოება

პაციენტი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი 11 მაისს დაუდასტურდა, ერთი კვირის განმავლობაში მიხაილოვის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.

ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკაში 1 მაისს მცხეთის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს და ე.წ. ოქროს მეთოდით ჩატარებულმა ორმა კვლევამ კორონავირუსი არ დაადასტურა. მას შემდეგ, რაც პაციენტი კლინიკიდან გაწერეს, საკარანტინე სივრცეში საკონტროლო ტესტირებამ კოვიდ–19–ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

„ეს პაციენტი ჩვენთან მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან ცხელებით და პნევმონიის დიაგნოზით გადმოიყვანეს. მანამდე მას ორჯერ ჩაუტარდა ტესტირება პისიარ–მეთოდით, პასუხი ორჯერვე უარყოფითი იყო. პაციენტი ჩვენთან შვიდი დღის განმავლობაში იწვა. როდესაც ჩვენგან კარანტინში დაბრუნდა, ბოლო საკონტროლო კვლევაზე კორონავირუსი დაუდასტურდა“,– აცხადებს კლინიკის კლინიკური დირექტორი ზაზა ლურსმანაშვილი.

ლურსმანაშვილი ამბობს, რომ პაციენტი კლინიკაში იზოლირებულ პალატაში იწვა, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი ექიმები სრული ეკიპირებით იყვნენ აღჭურვილნი. ამასთან, ყველა კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდა და ამ დროისთვის კოვიდ–19–ზე დადებითი პასუხი არ დასტურდება.

დღეს ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, რომ აღნიშნული პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, ხოლო მისი ოთხი კონტაქტი დამატებით კვლევებს საჭიროებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S