ირანში მეჩეთები დროებით გახსნეს
12/05/2020 06:56:09 მსოფლიო
ირანში დღეს ყველა მეჩეთი დროებით გაიხსნა. ისლამური განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელის მუჰანედ ყუმის თქმით, მეჩეთები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მხოლოდ სამი დღით, რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით იხსნება.
ცნობისთვის: ირანში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 109 286 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში ვირუსს 6 685 ადამიანი ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ვირუსის ახალი შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა.


