მე–10 დღეა, თურქეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება
11/05/2020 19:47:06 მსოფლიო
მე–10 დღეა, თურქეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით 55 ადამიანი დაიღუპა და 1 114 დაინფიცირდა.
16–დან 19 მაისამდე თურქეთში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–მა 3 841 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 139 771, გამოჯანმრთელებულია 95 780.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 284 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 190 000–ს გადააჭარბა, 1 500 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


