
სააკაშვილი მზადაა, მოლოდოვას დაეხმაროს
12/06/2019 06:00:53 სხვა, მსოფლიო
საქართველოს პესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, მოლდოვას რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ სააკაშვილმა მოლდოვური ტელეარხისთვის მიხემულ ინტერვიუში განაცხადა. მანამდე კი როგორც ადგილობრივი მედია იუწყებოდა, მოლდოვას ახალმა მთავრობა გეგმავს, სააკაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების კუთხით ექსპერტული ცოდნის გაზიარების თხოვნით მიმართოს. მოლდოვური ტელეარხის სტუდიაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ოლიგარქების მმართველობაზე ისაუბრა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ იმყოფებოდა და მან სააკაშვილს პირდაპირ ეთერში მიმართა.
სააკაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მზადაა, დაძახებისთანავე გაუზიაროს მოლდოვას მისი სეცდომები და მიღწევები, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მაია სანდუს დიდი გამოცდილება აქვს, ის ერთ-ერთი რეფორმატორი პოლიტიკოსია.
„დღეს არაერთი ქვეყანა აღტაცებით შეჰყურებს მოლდოვას. ეს არის ისტორიული გარღვევა, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ოლიგარქიის პრობლემა არსებობს. მოლდოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა დაპყრობილი აქვს ოლიგარქს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოლიგარქების ხელშია ფული, ბიზნესი, მედიასაშუალებები, სასამართლო სისტემა. ისინი აბუჩად იგდებენ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების იდეას. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში და ხდებოდა პოროშენკოს დროს უკრაინაშიც. ბევრი ქართველისთვის მოლდოვაში განვითარებული მოვლენები იმედის მომცემია, რადგან აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ ქვეყანა ოლიგარქების ტყვეობაშია, რომ შესაძლებელია მათი თავიდან მოშორება. მოლდოვაში პროცესები არ დასრულებულა, მაგრამ გარწმუნებთ, ვინმე პლაჰოტნიუკი ვერ შეძლებს წავიდეს ევროკავშირისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.