Accentnews.ge
საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, უკრაინა სარკარანტინო ღონისძიებებს არბილებენ

საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, უკრაინა სარკარანტინო ღონისძიებებს არბილებენ

11/05/2020 14:39:32 მსოფლიო

მსოფლიოს რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ევროპულმა ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საკარანტინო ღონისძიებები შეარბილეს.

გერმანიაში გაიხსნა მსხვილი მაღაზიები, რიგ რეგიონებში – რესტორნებიც, დაშვებულია ერთ ჭერქვეშ არმცოხვრებ ადამიანთა კონტაქტებიც.

შვეიცარიაში იხსნება საშუალო სკოლები, მაღაზიები, კაფეები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობის პირობით.

საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად, მოქალაქეებს სპეცსაშვების გარეშე გარეთ გასვლის ნება დართეს. იხსნება მაღაზიები, თუმცა რესტორნები და ბარები ჯერ-ჯერობით კვლავ დაკეტილია.

ჩეხეთში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, სილამაზის სალონები და მომსახურების სფეროს სხვა ობიექტები, საზაფხულო კაფეები. ხსნიან ასევე თეატრებსა და კინოთეატრებს იმ პირობით, რომ დარბაზებში 100 ადამიანზე მეტი არ იქნება. ამასთან, ქვეყანაში სახლს გარეთ ნიღბების ტარების პირობა ძალაში რჩება.

საკარანტინო ღონისძიებები შეარბილეს ინდოეთშიც, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კვლავინდებურად იზრდება, ასევე ახალ ზელანდიაში, სადაც ინფიცირების მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია აღრიცხული.

შერბილების პირველი ეტაპი დაიწყო უკრაინაში. 11 მაისიდან დაშვებულია არასასურსათო საქონლით ვაჭრობა, გაიხსნა სალონები, საზაფხულო რესტორნები და კაფეები. თუმცა კვლავინდებურად მოქმედებს შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის - მეტროზე.

საქართველოში დღეს მუშაობა განაახლეს საწარმოებმა და სავაჭრო ობიექტების ნაწილმა, გაიხსნა თბილისი.

• ბოლო დღეებში ევროპაში ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები იკლებს, თუმცა შედარებით ნელი ტემპით. 4 მაისს შერბილდა საერთო ეროვნული კარანტინი იტალიაში. კარანტინი კვლავინდებურად მოქმედებს ბრიტანეთში, ესპანეთის რიგ რეგიონებში, ასევე რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში (ე.წ. თვითიზოლაციის რეჟიმი, რომლის თანახმად, სახლიდან გასვლა მხოლოდ საპატიო მიზეზითაა ნებადართული).

• ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, შენგენის ზონაში მესამე ქვეყნების მოქალაქეების შეშვების შეზღუდვა სულ მცირე, 15 ივნისამდე შენარჩუნდეს. ძალაში რჩება შეზღუდვები შიდა საზღვრების კვეთაზე შენგენის ზონის ქვეყნებს შორისაც.

• სულ მსოფლიოში, 11 მაისის მდგომარეობით, ინფიცირების 4 მლნ 200 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. მათგან თითქმის მესამედი აშშ-ზე მოდის, კიდევ მესამედი - ევროპაზე (რუსეთის ჩათვლით). დაღუპულია 280 ათასზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S