Accentnews.ge
რუსეთში "არასამუშაო დღეები" ხვალიდან დასრულდება

რუსეთში "არასამუშაო დღეები" ხვალიდან დასრულდება

11/05/2020 14:10:55 მსოფლიო

რუსეთში "არასამუშაო დღეები" ხვალიდან დასრულდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

„12 მაისიდან "არასამუშაო დღეების" პერიოდი მთელი ქვეყნისთვის სრულდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულებულია ბრძოლა კორონავირუსთან. ის კვლავ სახიფათოა, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, სადაც მდგომარეობა შედარებით უკეთესია“,- განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, კვლავ ძალაში რჩება მოთხოვნა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების თვითიზოლაციის შესახებ.

ცნობისთვის: პუტინმა "არასამუშაო დღეები" თავდაპირველადფ მარტის ბოლოს გამოაცხადა.

„არასამუშაო რეჟიმის“ დროს მშრომელებს შეუნარჩუნდათ ხელფასები იმ პერიოდში, როცა ისინი არ მუშაობდნენ.

30 მარტიდან რუსეთში ამოქმედდა „თვითიზოლაციის საყოველთაო რეჟიმი“, რაც ახლოსაა საგანგებო მდგომარეობასთან.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 11 656-ით გაიზარდა, - იუწყება ოპრეატიული შტაბი.

ეს ეპიდემიის დაწყების დროიდან ყველაზე მაღალი სადღეღამისო მაჩვენებელია. სადღეისოდ ქვეყანაში სულ 221 344 ინფიცირებულია აღრიცხული. ამგვარად, რუსეთმა ბრიტანეთსა და იტალიას “გადაუსწრო” და კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე პოზიციაზე აინაცვლა.

ინფიცირების ახალი შემთხვევები აღირიცხა 84 რეგიონში, ყველაზე მეტი – 6169 - მოსკოვში, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეპიდემიის დაწყების დროიდან გარდაცვლილთა რაოდენობამ 2009-ს მიაღწია, მათგან ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 94 პაციენტი გარდაიცვალა. ამავდროულად კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა თითმის 40 ათასამდე გაიზარდა. მარტო მოსკოვში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც ეპიდემიის დაწყების დროიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S