
„ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა“
11/05/2020 10:47:22 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში, ეკონომიკაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველომ ეკონომიკის ძლიერი მხარეები კონკურენტულ უპირატესობად აქციოს და „გარღვევა მოახდინოს“.
„კრიზისი უნდა იყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, კრიზისი იმდენად ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს გადაცემათა ჯაჭვში, მოთხოვნა მიწოდებაში, ეს არის ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. ჩვენ შეიძლება ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარეები ისეთ კონკურენტულ უპირატესობად გავხადოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გარღვევა მოვახდინოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ილუზიებში ან ოცნებებში უნდა ვიყოთ, არა. დღეს საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ეს კრიზისი გამოყენოს როგორც შესაძლებლობა, პირველ რიგში ეკონომიკაში,“- განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი.