Accentnews.ge
რუსეთმა კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე პოზიციაზე აინაცვლა

რუსეთმა კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე პოზიციაზე აინაცვლა

11/05/2020 08:45:48 მსოფლიო

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 11 656-ით გაიზარდა, - იუწყება ოპრეატიული შტაბი.

ეს ეპიდემიის დაწყების დროიდან ყველაზე მაღალი სადღეღამისო მაჩვენებელია. სადღეისოდ ქვეყანაში სულ 221 344 ინფიცირებულია აღრიცხული. ამგვარად, რუსეთმა ბრიტანეთსა და იტალიას “გადაუსწრო” და კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე პოზიციაზე აინაცვლა.

ინფიცირების ახალი შემთხვევები აღირიცხა 84 რეგიონში, ყველაზე მეტი – 6169 - მოსკოვში, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეპიდემიის დაწყების დროიდან გარდაცვლილთა რაოდენობამ 2009-ს მიაღწია, მათგან ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 94 პაციენტი გარდაიცვალა. ამავდროულად კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა თითმის 40 ათასამდე გაიზარდა. მარტო მოსკოვში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც ეპიდემიის დაწყების დროიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს თათბირი დაგეგმა, რომელზეც ქვეყანაში უქმე დღეების გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავენ. პირველად პუტინმა უქმე დღეები 30 მარტიდან 5 აპრილამდე გამოაცხადა, შემდეგ – 30 აპრილიდან 11 მაისამდე. მაისის დასაწყისში კი მან გააკეთა განცხადება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისთვის მზადების აუცილებლობის შესახებ. “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელი ანა პოპოვა გამოვიდა ამის სამ ეტაპად განხორციელების ინიციატივით, რომელთაგან თითოეული ადამიანებს შორის კონტაქტების თანდათანობით გაფართოებას გულისხმობს. ამასთან, შეზღუდვების შემსუბუქების ინიციატივით რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს მიმართეს. მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში კი ისინი უკვე გაახანგრძლივეს 31 მაისამდე. იხილეთ ასევე: მოსკოვში სიკვდილიანობის აპრილის მაჩვენებელმა ბოლო 10-წლიან პერიოდში ამ თვის საშუალო მონაცემს 20%-ით გადააჭარბა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S