Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 6000–ს მიუახლოვდა

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 6000–ს მიუახლოვდა

11/05/2020 08:49:01 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 6000–ს მიუახლოვდა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.

  • თურქეთი: 138 657 ინფიცირებული, 3 786 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 2 519ინფიცირებული, 32 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 3 392 ინფიცირებული, 46 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 221 344 ინფიცირებული, 2 009 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 284 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 190 000–ს გადააჭარბა, 1 500 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S