
ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად ტიმოშენკოს თანაპარტიელი დანიშნა
11/06/2019 21:02:51 სხვა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად იულია ტიმოშენკოს თანაპარტიელი დანიშნა.კერძოდ, თანამდებობა სახალხო დეპუტატმა, პარტია „ბატკივშინის“ წევრმა ვლადისლავ ბუხარევმა ჩაიბარა, რომელიც ბუხარევი 2014 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბუხარევს თავის დროზე მედალი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისგანაც აქვს მიღებული. თავად პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთისგან ჯილდო, ლათინური ამერიკიდან ევროპაში მიმავალი ნარკოტიკების დიდი პარტიის დაკავების გამო მიიღო.