კრასნოგორსკში ხანძრის შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა
11/05/2020 07:21:47 მსოფლიო
მოსკოვის ოლქის დაბა კრასნოგორსკში წუხელ ხანძრის შედეგად სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება რუსული მედია, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მოხუცთა კერძო პანსიონატ “მეორე სახლში” გაჩნდა, რომელიც ჰოსპისად გამოიყენებოდა.
სულ ხანძრს მომენტისთვის იქ 37 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 20-მა შენობის დამოუკიდებლად დატოვება მოახერხა, შიგნით კი დარჩნენ სხვადასხვა ასიმძიმის პაციენტები, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ.არსებული ინფორმაციით, ხანძრის კერა აბაზანაში იყო.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი წყლის გაუმართავ გამაცხელებელს გაუჩნდა.
დაშავებულთაგან 6 ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ხანძრის ადგილზე გამომძიებლები და კრიმინალისტები მუშაობენ.
გაირკვა, რომ პანსიონატს საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ ჰქონდა. დაწესებულება საერთო საცხოვრებელ სახლში მოქმედებდა.


