სააკაშვილის ინფორმაციით, ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია
11/05/2020 05:43:51 პოლიტიკა, მსოფლიო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია რეფორმების დარგში. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.
„ძველი პროკურორების 80% გენერალური პროკურატურის ცენტრალურ ოფისში, სწორედ ზურა ადეიშვილის თავმჯდომარეობით გაცხრილა კომისიამ. ეს არის ამერიკელების დაფინანსებული პროგრამა, ამერიკელების ეგიდის ქვეშ არის. ადეიშვილი იყო წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც და ახლანდელი გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველიცააა რეფორმების დარგში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


