Accentnews.ge
უხანში კარანტინის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ Covid-19-ის პირველი ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა

უხანში კარანტინის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ Covid-19-ის პირველი ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა

11/05/2020 05:51:44 მსოფლიო

უხანში კარანტინის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ Covid-19-ის პირველი ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა, – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქალაქში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა ინფიცირებული ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეა. ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი 89 წლის მამაკაცის მეუღლეა, რომელსაც დაავადება წინა დღით დაუდასტურდა. ეს 3 აპრილის შემდეგ ქალაქში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო.

უხანის შემთხვევების ჩათვლით, ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 28 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ შემთხვევებიდან შვიდი იმპორტირებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S